შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 2 196 ლარს შეადგენს – „საქსტატი“

2023 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 9.1 პროცენტით გაიზარდა და 56.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის მე-4 კვარტალში მისი მოცულობა 21.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7 პროცენტით მეტია.

„2023 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 64.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 20.7 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 42.1 პროცენტი, საშუალოზე – 23.9 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 34 პროცენტი.