შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სესხის გამცემმა სუბიექტებმა გასულ წელს 54,1 მლნ ლარის მოგება მიიღეს

სესხის გამცემი სუბიექტების წინდა მოგება 13,3 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის IV კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემი სუბიექტების წმინდა მოგებამ 54,101 მლნ ლარი შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდში 40,792 მლნ ლარი.

ამასთან, გასული წლის IV კვარტლის მდგომარეობით, მთლიანი საპროცენტო შემოსავალი იყო 119,568 მლნ ლარი, წმინდა საპროცენტო შემოსავალი – 74,114 მლნ ლარი.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა, საანგარიშო პერიოდში, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 3,098 მლნ ლარის მოგება მიიღეს, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან – 77,455 მლნ ლარი, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან კი – 7,795 მლნ ლარი.

ცნობისთვის, 2023 წელს ჯამში 169 სესხის გამცემი სუბიექტი ოპერირებდა.