შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ყოფილი ცოლის მანქანის დაწვის ბრალდებით რუსთავში კაცი დააკავეს

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება და მუქარა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცი ყოფილ ცოლს ჯერ იარაღით ემუქრებოდა და შერიგებას სთხოვდა, შემდეგ კი ყოფილი ცოლის კუთვნილი ავტომობილი დააზიანა და დაწვა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე და 11 პრიმა 187-ე (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება და განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.