შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა.

შემთხვევა თემქაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს და აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.