შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

15 მარტიდან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათით უსასყიდლოდ ჩანაცვლება იქნება შესაძლებელი

2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები.