შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბათუმში 20 წლის ნიკა ცეცხლაძეს 22-ე დღეა ეძებენ

უკვე 22 დღეა, ოჯახი 20 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებს. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ბოლოს 4 მარტს ნახეს. ის სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. როგორც ცნობილია მას შავი ჰუდი ეცვა და ჰქონდა

როგორც დაკარგული ბიჭის მამა ემზარ ცეცხლაძე ამბობს, ბოლოს კამერის ჩანაწერებში ნიკა ცეცხლაძე ბათუმის ბულვარში 5 მარტს დააფიქსირეს. დაკარგული სტუდენტის მამა ოჯახში დაძაბულობას გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ნიკა ცეცხლაძის სხვა სახის პრობლემების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ბიჭს ეცვა შავი ქურთუკი, „კაპიუშონი“ და ჯინსის შარვალი – ამბობს მამა.

“4მარტს სახლიდან გავიდა და დღემდე არ დაბრუნებულა, ვერც პოლიცია და ვერც სამეგობრო ვერ პოულობს. ტანზე ეცვა შავი ჰუდი და თან ჰქონდა შავი ჩანთა (გამოსაცვლელი ტანსაცმელით) ოჯახი და სამეგობრო დღემდე ეძებს. თუ ვინმე სადმე დაინახავთ მსგავსი აღნაგობის ბიჭს საქართველოს ტერიტორიაზე გთხოვთ შეატყობინოთ ოჯახს( მითითებული საკონტაქტოები არის სტატიაში)” – წერენ ჯგუფში ვეძებ.

თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე: 591 67 61 00 ან 598 09 00 52

ასევე მიმართოთ 112-ს.