შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილი ქალის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

შემთხვევა დღეს მოხდა. ორსული კლინიკა BMS-ში იყო მოთავსებული, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკა BMS-ში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.