შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში – სახალხო დამცველი

ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან გააშუქოს, როგორც მას მიაჩნია სწორად – დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების არშეშვების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს იხილავს.