პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, თბილისში დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება ნინოს მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ერთ-ერთ ექიმს შეჩერებული ჰქონდა მეანობა-გინეკოლოგიაში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი ქალს უშუალო მეთვალყურეობა აღარ გაუწია.
- უწყების ცნობით, მშობიარობის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ლიცენზიაშეჩერებულმა ექიმმა კი ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც პაციენტი გარდაიცვალა.
დეტალები: თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პაციენტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.