გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დაკავების მცდელობისას საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უმძიმესი ფაქტი საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის კიდევ ერთი შემზარავი გამოვლინებაა, რაც ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და თავისუფლების დარღვევებსა და სიცოცხლის ფუნდამენტური უფლების ხელყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოხატავს დაღუპულის ოჯახის მიმართ და საქართველოს სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ყველა ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, ჩართულია კოორდინირებულ აქტიურ მუშაობაში, როგორც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შესაბამისი რეაგირების, ასევე უკანონოდ დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადაში უპირობოდ გათავისუფლების მიზნით.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს აპარატი განცხადებას ავრცელებს
06-11-2023 14:15
კატეგორიები:
საინტერესო ამბები
პოსტი ნახა: 187