შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

დეგნანი: ნატოს კარი რჩება ღია საქართველოსთვის, ყველაფერი საქართველოს ხელშია

ვილნიუსის სამიტის გზავნილი იყო ძალიან მკაფიო. ნატოს კარი რჩება ღია როგორც საქართველოსთვის, ასევე, უკრაინისთვის. ნატოს მოკავშირეებს სურთ, საქართველოს ხილვა ნატოში, თუმცა ამისთვის არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგამი. ეს ნაბიჯები არის ნათელი და მკაფიო. ახლა ყველაფერი საქართველოს ხელშია, რომ განახორციელოს ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც საჭიროა ნატოს წევრობისთვის და ასევე, ევროკავშირის წევრობისთვის. […]

ყველა მოკავშირე და განსაკუთრებით, აშშ უჭერს საქართველოს წევრობას მხარს, თუმცა, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ნება-სურვილი, რომ განხორციელდეს ის რეფორმები, რაზეც საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.