შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შსს-მ ბოლნისში, მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბოლნისში, არასრულწლოვანმა გოგონამ იმშობიარა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მე-8 კლასელია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში.