შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ვინ და როგორ მიიღებს 150 ლარს ყოველთვიურად მთავრობისგან- ნახეთ დეტალები

სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება რომ დაგენიშნოთ, პირველ რიგში, უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ ფილიალს, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გეკუთვნით.

უნდა შეავსოთ დადგენილი ფორმის განაცხადი და დარეგისტრირდეთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შესაძლებელია ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდზე ვკითხულობთ.

რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება?


მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 150 ლარის ოდენობის შემწეობას.


ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:


სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;

• იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;

• ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში);

• ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;

• სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;

• სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი;
• პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული.

სად უნდა მივიღოთ კუთვნილი ფულადი სოციალური დახმარება?თანხის მისაღებად, მიმართეთ სს “ლიბერთი ბანკს”, სადაც ანგარიშის გახსნისა და პლასტიკური ბარათის დამზადების შემდეგ, ყოველთვიურად ჩაგერიცხებათ კუთვნილი ფულადი დახმარება.ფულადი დახმარების მისაღებად სს “ლიბერთი ბანკში” ანგარიშის გახსნა უფასოა.ოჯახს არ აქვს უფლება, საარსებო შემწეობასთან ერთად, მიიღოს დევნილის ყოველთვიური შემწეობა.რა შეიძლება გახდეს ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი?ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზები შეიძლება იყოს:ოჯახის განცხადება;ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება;თუ, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას;ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულება ისეთ ოჯახში, რომლის სარეიტინგო ქულა მეტია 65 001 და ნაკლებია 120 001.უფრო ვრცლად აღნიშნულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. აქვე გთავაზობთ რეგიონების მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოების მისამართებს.დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 05