საქართველოში 647 479 ადამიანი ღარიბია - რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი

საქართველოში 647 479 ადამიანი ღარიბია - რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი

28-02-2024 09:10
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 731

2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 647 479 ადამიანი იღებს, რაც 20 189 ადამიანით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში სოციალურ დახმარებას 667 668 პირი იღებდა.

ამასთან, 2024 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღები 647 479 პირიდან, 208 085-ს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველის პაკეტი 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება.

წლევანდელი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი სოციალური დახმარების მიმღები თბილისში ცხოვრობს, (საერთო რაოდენობის თითქმის 21%) რომელსაც ქვემო ქართლი (14,2%) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (12,1%) მოსდევს.

2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • თბილისი - 136 564 ადამიანი
  • ქვემო ქართლი - 92 054 ადამიანი
  • იმერეთი - 79 100 ადამიანი
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - 78 429 ადამიანი
  • კახეთი - 63 447 ადამიანი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 67 418 ადამიანი
  • შიდა ქართლი - 54 266 ადამიანი
  • გურია - 26 001 ადამიანი
  • სამცხე ჯავახეთი - 19 240 ადამიანი
  • მცხეთა მთიანეთი - 17 689 ადამიანი
  • რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13 271 ადამიანი


მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე