1 აპრილიდან ქარხანა „აგარის შაქარი“ სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას და ბაზარზე შაქრის შეუფერხებელი მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება.
„დღევანდელ დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგები. პირველი აპრილიდან ქარხანა „აგარის შაქარი“ სრულად დაიტვირთება. შესაბამისად, ადგილზე მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კომპანიის „აგარის შაქარი“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ნათბილაძემ.
პოსტი ნახა: 676