2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა – ამის შესახებ, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი აქვეყნებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.6 პროცენტით განისაზღვრა.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელზეც იანვარში ფასი შემცირდა:
- ხახვი – 10.5% – ით
- ლიმონი – 9.6% – ით
- ფორთოხალი – 4% – ით
- ქიშმიში -1.1%- ით
პოსტი ნახა: 519