33 წლის ქართველი ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა საფრანგეთში მოკლა

33 წლის ქართველი ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა საფრანგეთში მოკლა

27-10-2025 15:38
კატეგორიები: შემთხვევა მსოფლიო
პოსტი ნახა: 1187

საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მუ­ლუზ­ში შემ­ზა­რა­ვი მკვლელობა მოხ­და. ქმარ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 33 წლის ყო­ფი­ლი ცოლი, ლელა ტო­რო­შე­ლი­ძე სამ­სა­ხურ­თან ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. ფრან­გუ­ლი მე­დია მომ­ხდარს აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს.

შა­ბათს, 25 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლით, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მუ­ლუზ­ში, (ზემო რე­ი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტი) ბა­რის მიმ­ტა­ნი, ლელა ტო­რო­შე­ლი­ძე სა­კუ­თარ სამ­სა­ხურ­თან სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს. ახალ­გაზ­რდა ქალი წარ­მო­შო­ბით ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შე­მოქ­მე­დი­დან იყო.

ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს "რამ­დე­ნი­მე სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა" მი­ა­ყე­ნეს, რო­დე­საც ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გახ­სნას აპი­რებ­და. ლელა სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლი მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, ლელა ტო­რო­შე­ლი­ძე 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და მა­მა­კაც­თან, რო­მელ­საც ცოტა ხნის წინ და­შორ­და. პრო­კუ­რო­რი ნი­კო­ლა ჰა­ი­ცი აცხა­დებს, რომ მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სწო­რედ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა და ამ­ჟა­მად პო­ლი­ცია ეძებს.

“ეს პი­როვ­ნე­ბა პო­ლი­ცი­ის მიერ აქ­ტი­უ­რად იძებ­ნე­ბა… ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე სწრა­ფად და­ა­კა­ვონ და ამ ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი გა­ირ­კვეს”, – გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ტრა­გე­დი­ამ შეძ­რა ლე­ლას ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

“სი­ტყვებს ვერ ვა­ლა­გებ, რომ გა­ვი­გე, ჩემი ბავ­შვო­ბის ნა­წი­ლი აღარ და­დის ამ ქვე­ყა­ნა­ზე. რო­გო­რი მწა­რე და რთუ­ლია, როცა იმას გა­ი­გებ, რომ შენს ცხოვ­რე­ბა­ში იყო ისე­თი თბი­ლი და ტკბი­ლი გოგო, რო­გო­რიც შენ იყა­ვი, ლე. უფალ­მა ნა­თე­ლი და ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი და­გიმ­კვიდ­როს იმი­ერ­ში. მიყ­ვარ­ხარ და ასე გაგ­რძელ­დე­ბა მუ­დამ”.

საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცია მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი უცხო­ე­ლია.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე