სამტრედიელი, 57 წლის კაცი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ზაურ ლილუაშვილი ხაშურში ნახეს.
“იპოვეს. ცოცხალი და უვნებელია”, _ გვეუბნება წყარო.
შეგახსნებთ, ზაურ ლილუაშვილს ოჯახი და პოლიცია 14 ოქტომბრიდან ეძებდა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მამაკაცს სახლში ცოტა ხანში მიიყვანენ.