აშშ-მა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაასრულეს, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე (CENTCOM) დაყრდნობით ავრცელებს.
„დარტყმები განხორციელდა სათვალთვალო ობიექტებზე, სამხედრო ლოჯისტიკის ინფრასტრუქტურაზე, მიწისქვეშა იარაღის საწყობებსა და საზღვაო შესაძლებლობებზე“, - განაცხადა CENTCOM-მა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში და დასძინა, რომ აშშ-ის ძალებმა გამოიყენეს გამანადგურებლები, საჰაერო დრონები და სამხედრო ხომალდები.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები განახლებული ოპერაციის ფარგლებში ზედიზედ მეშვიდე ღამეა ირანზე დარტყმებს ახორციელებს.
აშშ-მა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა
51 წუთის წინ
კატეგორიები:
მსოფლიო
პოსტი ნახა: 25
წინა ახალი ამბავი
კახეთში შვილი მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - პოლიციამ ის დააკავა.
შემდეგი ახალი ამბავი
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი - თუ აშშ-ის თავდასხმები გაგრძელდება, სრულმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ფაზაში გადავალთ.