მკვლელობა დოლიძის ქუჩაზე - ბინა, რომელსაც სისხლის კვალი ახლაც ემჩნევა, მძიმე დანაშაულის ადგილია. 55 წლის მამაკაცმა, ყოფილ მეუღლეს და ყოფილ სიდედრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ორივე მოკლა. მოგვიანებით კი, იმავე იარაღით თავადაც თვითდაზიანება მიიყენა. დაჭრილი გურამ ქადეიშვილია, მოკლული დედა–შვილი კი ვერიკო და ირინა ქუმსიაშვილები იყვნენ.
დოლიძის 27 ნომერში მომხდარ მკვლელობას, არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ.
„პრაიმტაიმს“ ადგილობრივი უყვება, რომ გოგოებს საქართველოში ნათესავი აღარ ჰყავთ. ისინი დროებით ახლა ნათლიასთან იმყოფებიან, დედის და ბებიის დაკრძალვის შემდეგ კი სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
„რა მოხდა მაგ ოჯახის ამბავი ახლა მხოლოდ ღმერთმა იცის. გოგოების თვალწინ მოხდა ტრაგედია. ბავშვებს დედის მხრიდან აღარავინ არ ჰყავთ საქართველოში, მამის მხრიდან ბებია და და ამერიკაში ჰყავთ. 13 და 11 წლისები არიან.
ბავშვები ნათლიამ წაიყვანა, არ იცოდნენ, რომ დედა და ბებია გარდაიცვალნენ. სასწრაფომ, რომ ჩამოასვენა უთხრეს დაჭრილები არიან, ყველაფერი კარგად იქნებაო. დღეს მამაო უთხრა, 7საათზე ტაძარში რომ მიიყვანეს.
ორგანოს წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ დაკრძალვამდე ბავშვები შესაძლებელია ნათლიასთან იყვნენ, მაგრამ, დაკრძალვის შემდეგ სოციალური სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ არ იქნებიან, მანამ სანამ, ვინმე ოჯახის წევრი არ ჩამოვა საქართველოში. მამის დედა და უნდა ჩამოვიდეს“, - გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.