3 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, ანაკლიაში, მდინარე ენგურში ჩავარდა კლინიკაში გარდაიცვალა.
ადგილობრივის ინფორმაციით, მცირეწლოვანი წყლიდან მალევე ამოიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
მისივე ინფორმაციით, ბავშვი ზუგდიდის კლინიკაში პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს, სადაც მართვითი სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.
მოგვიანებით, ბავშვის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ის ზუგდიდის კლინიკიდან რეფერალურმა ბრიგადამ ბათუმში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.