ექიმის ინფორმაციით, გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ექიმის ინფორმაციით, გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

17-07-2025 19:57
კატეგორიები: შემთხვევა რეგიონი
პოსტი ნახა: 1100

გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულ ახალგაზრდას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება.

გონიოში, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე