ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა - დატბორილია, ქუჩები და ეზოები

ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა - დატბორილია, ქუჩები და ეზოები

21-09-2025 12:16
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 530

ფოთში, უხვმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები და ეზოები, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს.

წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად სანიაღვრე არხებს წყლის გატარება უჭირს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალმა საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა. წყლისგან ზიანი მიადგა ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიასაც, სადაც თითქმის ყველა მცენარე განადგურდა. ფოთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი ინტენსიური და ხანგრძლივი წვიმა არ ახსოვთ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა, რათა შესაძლებლობის ფარგლებში მათ დახმარება გაეწიოთ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე