“გიორგი და უტა ძმებივით არიან… “- რას ჰყვებიან ახალგაზრდებზე, რომლებიც მტკვარში მანქანით გადავარდნენ

“გიორგი და უტა ძმებივით არიან… “- რას ჰყვებიან ახალგაზრდებზე, რომლებიც მტკვარში მანქანით გადავარდნენ

14-05-2025 19:09
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 1186

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თბი­ლის­ში. ავა­რი­ის შე­დე­გად, მტკვარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩა­ვარ­და. შემ­თხვე­ვა ღა­მით მოხ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ერთი მგზავ­რის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, კონ­ტაქ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი სამი მგზავ­რი ამ დრომ­დე არ უპო­ვი­ათ.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, შემ­თხვე­ვა ღა­მის 12-დან, 1:00-მდე მოხ­და შემ­თხვე­ვა. მისი თქმით, კი­დევ ერთი პირი, რო­მე­ლიც ამოჰ­ყავ­დათ, წყალ­მა წა­ი­ღო.

მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის საქ­მე­ზე პო­ლი­ცი­ამ ერთი პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა

“ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლი 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ს. და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ი.ს. – მ მისი მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, ავა­რი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­უქ­მნა სხვა ავ­ტო­მო­ბილს, რომ­ლის მძღოლ­მაც საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­და” – აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრომ­დე უტა ელი­ა­ვას და გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ეძე­ბენ. ისი­ნი ზუგ­დი­დი­დან იყ­ვნენ.

უტა 24 წლის არის, გი­ორ­გი – 23-ის. რო­გორც ბი­ჭე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, მომ­ხდა­რის დროს არც ერთი სა­ჭეს­თან არ იჯდა და ავ­ტო­მო­ბილს სხვა პირი მარ­თავ­და. ასე­ვე, მათი ცნო­ბით, მე­სა­მე ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც ეძე­ბენ, სა­ვა­რა­უ­დოდ სტუ­მა­რია, რო­მე­ლიც ბი­ჭებ­თან უცხო­ე­თი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი.

“გი­ორ­გი და უტა მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი. ძმე­ბი­ვით იყ­ვნენ. ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, დაბ­ნე­უ­ლე­ბი და შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი, სა­უ­ბა­რი გვი­ჭირს. რო­გორც გა­ვი­გეთ და თვითმხილ­ვე­ლებ­მაც თქვეს, მე­ო­რე მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და ინერ­ცი­ით გა­და­ვარ­დნენ მტკვარ­ში. გი­ორ­გი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და თბი­ლის­ში. სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვით ჯერ­ჯე­რო­ბით” – გვიყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

წყარო: ambebi.ge



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე