გურიაში, ტრაგიკულად დაღუპული მეორე არასრულწლოვანი მეშვიდე კლასელი იური გუჯაბიძეა.
ის სტიქიას სოფელ ჯიხანჯირში ემსხვერპლა.
,,ღამის 11 საათზე მოვარდა მეწყერი წუხელ. ეზოში ჰქონდათ დამხმარე ნაგებობა, "კუხნას" რომ ეძახიან, იქ ეძინა ბავშვს. უცებ მოხდა ყველაფერი. ვინ ელოდა ამ საშინელებას. დედ-მამა და ოჯახის სხვა წევრები ძირითად სახლში იყვნენ ეტყობა. ის დამხმარე სახლი ჩაიტანა მეწყერმა", - გვითხრა ადგილობრივმა.