I-II კვარტალში შსს-მ ავტომობილის ტექდათვალიერების გაუვლელობისთვის 328 147 ჯარიმა გამოწერა

I-II კვარტალში შსს-მ ავტომობილის ტექდათვალიერების გაუვლელობისთვის 328 147 ჯარიმა გამოწერა

22-09-2023 16:09
კატეგორიები: საინტერესო ამბები

2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მიხედვით ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯამში 328 147 სამართალდარღვევა დააფიქსირა.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლიდან ქვეყანაში სავალდებულოა, დღეს არც თუ ცოტა მძღოლი ქალაქში ისევ გაუმართავი ავტომობილით გადაადგილდება. ტექინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქამდე არსებული არასათანადო ადმინისტრირებისა და დაბალი საჯარიმო სანქციების გამო, მოქალაქეების ნაწილი ინსპექტირების გავლას ჯარიმის გადახდას ამჯობინებს. ამას მოწმობს ოფიციალური სტატისტიკაც.

2018 წლიდან მოყოლებული საგრძნობლად არის გაზრდილი ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა. გასულ წელს შსს-მ ასეთი 0,8 მილიონზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის გამოვლენილი სამართალდარღვევათა რაოდენობა (2018-2023 წწ):

2018 წელი - 13 519 შემთხვევა

2019 წელი - 226 593 შემთხვევა

2020 წელი - 149 291 შემთხვევა

2021 წელი - 524 524 შემთხვევა

2022 წელი - 822 109 შემთხვევა

2023 წელი (6 თვე ) – 328 147 შემთხვევა

აღსანიშნია, რომ პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თუ ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის არსებული პირველადი ჯარიმა, რაც დღეს 50 ლარია, უცვლელად დარჩება, მაგრამ თუ სუბიექტი პირველი დაჯარიმების შემდეგ ტექდათვალიერებას მაინც არ გაივლის, სანქცია 150-დან 700 ლარამდე გაიზრდება. მოლოდინია, რომ სანქციების გაზრდის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები ინსპექტირების გავლას თავს ვეღარ აარიდებენ.

ტექინსპექტირების პროცესს ხელი უნდა შეუწყოს ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლმაც, რომელიც ქვეყნის 4 დიდ ქალაქში უკვე დაიწყო.

პოსტი ნახა: 412


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!