იენს სტოლტენბერგი: ნატო არ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. როდესაც უკრაინაში ვიყავი, მათ არ მოუთხოვიათ ნატოს ჯარების გაგზავნა. ისინი ითხოვენ მეტ დახმარებას

იენს სტოლტენბერგი: ნატო არ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. როდესაც უკრაინაში ვიყავი, მათ არ მოუთხოვიათ ნატოს ჯარების გაგზავნა. ისინი ითხოვენ მეტ დახმარებას

09-05-2024 05:40
კატეგორიები: საინტერესო ამბები

ოფიციალურ კიევს ნატოსგან უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ მოუთხოვია, მაგრამ მათ სურთ, მოკავშირეებისგან მეტი დახმარება მიიღონ, - ამის შესახებ იტალიურ სააგენტო ANSA-ს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განუცხადა.

„ბრძოლის ველზე სიტუაცია საკმაოდ რთულია. გასულ კვირას ვეწვიე კიევს და მოვისმინე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანანს ისინი. რუსეთს აქვს ტერიტორიული წინსვლა და არსებობს რისკი, რომ ის კიდევ უფრო წაიწევს წინ. საუბარი არაა დიდ ტერიტორიაზე, თუმცა ამის შესაჩერებლად უკრაინელებს სჭირდებათ შეიარაღება. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც რუსეთმა ბოლო თვეებში გარკვეული ტერიტორია დაიკავა, არის ის, რომ ჩვენ ვერ შევასრულეთ ის, რასაც დავპირდით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ახლა სიტუაცია შეიცვალა.

„ნატო არ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. როდესაც უკრაინაში ვიყავი, მათ არ მოუთხოვიათ ნატოს ჯარების გაგზავნა. ისინი ითხოვენ მეტ დახმარებას“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

პოსტი ნახა: 256


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!