ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა

12-06-2025 13:31
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 1010

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.

სამგზავრო თვითმფრინავი ლონდონის გატვიკის აეროპორტში მიფრინავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენისას განიცადა.

ინდური გამოცემა ANI News-ის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე