ჯანდაცვის სამინისტრო - 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის მიმართულებით, ფასები 7.3 პროცენტით შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტრო - 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის მიმართულებით, ფასები 7.3 პროცენტით შემცირდა

05-09-2023 03:54
კატეგორიები: საინტერესო ამბები

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის მიმართულებით, ფასები 7.3 პროცენტით შემცირდა, რაც -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.6 პროცენტი).

„ივლისის თვეში, ჯანდაცვის ჯგუფში 6.9 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, ამასთან, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფში -17.3 პროცენტიანი კლება იყო. შესაბამისად, აგვისტოში, სამედიცინო პროდუქცია კიდევ უფრო გაიაფდა.

სამინისტროს მიერ ფარმაცევტულ ბაზარზე განხორციელებული რეფორმების შედეგად, ფასები მკვეთრად, 70%-მდე შემცირდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 396


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!