კახა კალაძე: აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ის არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს

კახა კალაძე: აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ის არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს

19-09-2023 08:02
კატეგორიები: საინტერესო ამბები

მედიის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას მოჰყვეს აქციები, თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს, რომ ზოგადად აქცია, როგორც პროტესტის ფორმა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია.

"აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს. ეს ხომ გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რომ შენი პროტესტი დააფიქსირო რამეზე, მაგრამ, როდესაც შენ ეს პროტესტი გადაგყავს პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში, ადამიანების ცოცხლად დაწვაში და შემდეგ, მომდევნო დღეების განმავლობაში ამართლებ ამ ყველაფერს, ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან დიდი დანაშაული. ამიტომ ვამბობ, ჩვენ ვიცით, ეს ადამიანები რისი მკადრებლები არიან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

"საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა ყველანაირი კრიტერიუმით, თუმცა მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება.  შემდეგ თვითონვე ამბობდნენ, გახსოვთ მათი განცხადებები, რომ არ იყო სწორი, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მიანიჭეს.  ეს გადაწყვეტილება გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ ეს საკითხი გამოეყენებინათ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად იმ აქტორებს, ვინც აორგანიზებს და ხელს უწყობს იმას, რომ საქართველოში მოხდეს გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი მეთოდით. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოსტი ნახა: 254


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!