ყვარელში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

ყვარელში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

12-06-2025 02:25
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 788

ყვარელში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ ავარიის დროს 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებული არიან ორივე სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი პირები.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, სადაც შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

კლინიკის ხელმძღვანელის, ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა არცერთ პაციენტს არ აღენიშნება.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსით ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე