მაშველებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვემო ხუნწში მცირეწლოვანი გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა ინფორმაცია მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ ბავშვის გაუჩინარების შესახებ.
„ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, აგრეთვე წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი. რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნაპოვნია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.