მიხეილ სარჯველაძე - აფთიაქებს, იმპორტიორებს მოვუწოდეთ, სწრაფად აღმოფხვრან ონკოპაციენტების მედიკამენტების დეფიციტი - თუ არ იქნება გამოხმაურება, სახელმწიფო იძულებული გავხდება, გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს

მიხეილ სარჯველაძე - აფთიაქებს, იმპორტიორებს მოვუწოდეთ, სწრაფად აღმოფხვრან ონკოპაციენტების მედიკამენტების დეფიციტი - თუ არ იქნება გამოხმაურება, სახელმწიფო იძულებული გავხდება, გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს

23-07-2024 07:22
კატეგორიები: Uncategorized Uncategorized

ბოლო პერიოდში მწვავე და მძიმე შეხვედრა გვქონდა, მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან ონკოპაციენტების მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც შექმნილია - თუ არ იქნება ადეკვატური გამოხმაურება კერძო სექტორიდან, სახელმწიფო იძულებული იქნება გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს, რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, თითოეული ერთი მედიკამენტის დეფიციტი განსაკუთრებული ყურადღების საგანია.

„რა საკვირველია, მედიკამენტების დეფიციტი ბაზარზე პერიოდულად იქმნება და საკმაოდ მწვავე კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან, სააფთიაქო ქსელებთან. მწვავე საკითხია, თითოეული ერთი მედიკამენტის დეფიციტიც განსაკუთრებული ყურადღების მიზეზია, განსაკუთრებული ინტერესის საგანიც. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმპორტს და დისტრიბუციას არ ახორციელებს უშუალოდ სახელმწიფო, თუმცა, სახელმწიფო ყოველთვის აკვირდება მიმდინარე პროცესებს და მარაგებს, რომ დეფიციტი რომელიმე პაციენტის მკურნალობაზე უარყოფითად არ აისახოს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, რამდენიმე დასახელების მედიკამენტზე შეიქმნა დეფიციტი. ასევე, ბოლო პერიოდში გვქონდა მწვავე და მძიმე შეხვედრა მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან დეფიციტი, რომელიც შექმნილია. სახელმწიფო ამ მიმართულებით არ აპირებს გულხელდაკრეფილი იყოს, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ადეკვატური გამოხმაურება კერძო სექტორიდან, სახელმწიფო იძულებული იქნება გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს, რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს იმისთვის, რომ პაციენტის საუკეთესო ინტერესები წინა ადგილზე იყოს. არავის მიეცეს შესაძლებლობა, არცერთ კომერციულ პირს, რომ დადგეს იმაზე მაღლა, ვიდრე პაციენტის უფლებაა“, - აღნიშნა მინისტრმა.

პოსტი ნახა: 58


გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!