"ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ

"ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ

03-10-2025 21:19
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 662

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

იგორ ნარმანია აქტივისტებთან ერთად მეტეხის ხიდზე 4 ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდა, რა დროსაც თავდასხმა მოხდა.

„აგრესიულად იყვნენ განწყობილი, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ვერაფერს ვერ დამაკლებენ, ამ ბრძოლაში ვის შეაშინებენ? აქ ათასობით კამერაა და პოლიციამ რომ ამოიღოს [გამოჩნდება], გვერდიდან მომეპარა. თქვენი არავის არ ეშინია და ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ერთი ახალგაზრდა.

აღნიშნულის გამო, განცხადების გაკეთება ვერ მოხერხდა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე