ოზურგეთში, ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა

ოზურგეთში, ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა

22-08-2025 15:09
კატეგორიები: შემთხვევა რეგიონი
პოსტი ნახა: 1542

ოზურგეთში, ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს სანადირო თოფით მიაყენა ჭრილობები.

არსებული ინფორმაციით, კაცი დაკავებულია, ქალის ცხედარი კი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

ამ წუთებში ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის, განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამასთან, მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე