ქალის მდგომარეობა, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ჯერ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი შეასხა და მის დაწვას შეეცადა, უმძიმესია

ქალის მდგომარეობა, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ჯერ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი შეასხა და მის დაწვას შეეცადა, უმძიმესია

26-09-2025 14:16
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 843

დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, ლაშა იაშვილის განცხადებით, ქალის მდგომარეობა, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა, უმძიმესია.

როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტს სხეულის თითქმის ნახევრის, 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნება.

„პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი. სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით. 40-45% არის დამწვრობა, ამას ემატება თერმოინჰალაციური, ანუ სასუნთქი გზების დაზიანება. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ამ მძიმე ტრავმიდან გამოვიდეს. ბასრი საგნით ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში, თუმცა გულმკერდის ღრუში შემავალი არაა“, - აღნიშნა იაშვილმა „ფორმულასთან“.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე