ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

31-05-2025 15:53
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 325

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. რაც შეეხება დაშავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქო ავტომობილი შეეჯახა. ორივე მათგანი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე