რუსთავში საფლავები გაძარცვეს

რუსთავში საფლავები გაძარცვეს

19-09-2023 16:14
კატეგორიები: საინტერესო ამბები

რუსთავში საფლავები გაძარცვეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელეში გავრცელდა.

"თუ ვინმეს ხიდის დაბლა ლიანდაგებთან ახლოს გაქვთ ახლობლის საფლავები მიაკითხეთ. ყველა გაძარცვულია და დახსნილი აქვს რკინები, ჯაჭვები" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

"ინფო რუსთავმა" ინფორმაცია ადგილზე გადაამოწმა, ე.წ ძველ სასაფლაოზე რამდენიმე საფლავი, მართლაც ჯაჭვების გარეშე არის დარჩენილი.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა 60 წლამდე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით კაცმა დანაშაული აღიარა.

პოსტი ნახა: 369


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!