„საარსებო მინიმუმი არასაკმარისია, იგი 2.5-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს და 700 ლარი გახდეს“

„საარსებო მინიმუმი არასაკმარისია, იგი 2.5-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს და 700 ლარი გახდეს“

17-02-2024 07:04
კატეგორიები: საინტერესო ამბები

„საარსებო მინიმუმი აბსოლუტურად არასაკმარისია, იგი 2.5-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს და 700 ლარი გახდეს,"- ამის შესახებ სტატისტიკოსმა, ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ, „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არსებული საშუალო პენსია და საარსებო მინიმუმი შესაბამისად არ ანგარიშდება და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კრიტერიუმები დროის მოთხოვნებს ჩამორჩა.

„საშუალო პენსია საქართველოში აბსოლუტურად არასაკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს არსებობაც კი, რადგან ის ინფორმაცია, რომელსაც საარსებო მინიმუმის თაობაზე აქვეყნებდა საქსტატი წლების განმავლობაში, რომ იტყვიან, ჩამორჩა დროის მოთხოვნებს, შეფასებებს, ფასების დინამიკას და მაჩვენებელი 2.5-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს,“ - განაცხადა არჩვაძემ.

ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ერთ ადამიანზე გაანგარიშებული საარსებო მინიმუმი 700 ლარის ფარგლებში უნდა იყოს.

„დღევანდელ პირობებში, ერთ ადამიანზე გაანგარიშებული საარსებო მინიმუმი 700 ლარის ფარგლებში უნდა იყოს. საშუალო პენსიის მფლობელი, თავისი პენსიით ვერ უზრუნველყოფს მინიმალურ მოთხოვნებს. საქართველოს პენსიონერთა 93% ცხოვრობს ოჯახის სხვა შრომისუნარიან წევრებთან ერთად, რაც მათ კეთილდღეობასა და ყოფიერებაზეც აისახება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ბევრად უარესად იქნებოდა,“ - განმარტავს სოსო არჩვაძე.

პოსტი ნახა: 290


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!