სასტუმრო ჰოლიდეი ინთან სპეცრაზმისა და პოლიციის, ასევე სამაშველო ჯგუფების მობილიზებაა. - ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, უცნობი პირი სასტუმროს შენობაში მოქალაქეს იარაღით ემუქრება.
სასტუმროს შენობის მიმდებარედ სამაშველო სამსახურმა გასაბერი ლეიბი გაშალა. შენობაში უკვე შესულია სპეცრაზმი.
ფორმულა დეტალებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, დამატებითი ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.