რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ განიხილავს წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არ აპირებს, განიხილოს წინადადებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ: ამაზე კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინმა, მან ძალიან მკაფიოდ თქვა: ”დიახ, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ განვიხილავთ არანაირ წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ განვიხილეთ, მაგრამ თქვენ მოგვატყუეთ", - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, დასავლეთი არის ტყუილების იპერია, რომელიც იღებს ვალდებულებებს და შემდეგ მათ არ ასრულებს.
„თანამედროვე დასავლეთი, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, „არის ნამდვილი „ტყუილების იმპერია“: მიჩვეულები არიან ზემოდან შეხედონ დანარჩენ მსოფლიოს. ამერიკელები და ევროპელები ხშირად დებენ დაპირებებს, იღებენ ვალდებულებებს, მათ შორის წერილობით და იურიდიულად სავალდებულოს და შემდეგ მათ უბრალოდ არ ასრულებენ. დღეს კაცობრიობა ისევ, როგორც ბევრჯერ წარსულში, გზაგასაყარზე დგას. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ისტორია. საერთო ინტერესებშია, რომ თავიდან ავიცილოთ დიდ ომში შესვლა და საბოლოო კოლაფსი", - აღნიშნა ლავროვმა.