შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში 2 პირი დააკავეს, რომლებმაც კაფე-ბარის სტუმარ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა - 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში 2 პირი დააკავეს, რომლებმაც კაფე-ბარის სტუმარ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა - 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს

24-04-2024 05:16
კატეგორიები: საინტერესო ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს.

უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა.

„დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს. სამართალდამცველებმა ს.ჩ. და ჰ.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს. დიდი ოდენობით, ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 157


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!