მომდევნო 4 წელიწადში თბილისში 200 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსის დამატება იგეგმება

მომდევნო 4 წელიწადში თბილისში 200 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსის დამატება იგეგმება

6 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება

თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, არსებულ და ახალ მარშრუტებზე ავტობუსების დამატება იგეგმება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის სატრანსპორტო სისტემას 200 ერთეული 18-მეტრიანი ახალი ავტობუსი დაემატება.

გარდა ახალი ავტობუსებისა, დაგეგმილია ავტობუსების გაჩერებების სრული განახლება და შშმ პირების საჭიროებებთან ადაპტირება.

პროექტის მიხედვით, აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერირებისა და ეფექტურობის გაზრდის მიხედვით, 10 სატრანსპორტო დერეფანი მოეწყობა და ქალაქს 315 კილომეტრამდე სიგრძის ველობილიკი დაემატება.

ცნობისთვის, საკრებულოს სხდომაზე თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი 22 ნოემბერს განიხილეს. სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 1.826 მილიარდ ლარზე მეტით განისაზღვრა.

პოსტი ნახა: 59


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!