14 თვე და 26 დღე პასუხის მოლოდინში - ამ დროს კი მოქმედი ინკასო "თრიალეთის" მუშაობას ზღუდავს.

14 თვე და 26 დღე პასუხის მოლოდინში - ამ დროს კი მოქმედი ინკასო "თრიალეთის" მუშაობას ზღუდავს.

პოსტი ნახა: 31

14 თვე და 26 დღე პასუხის მოლოდინში - ამ დროს კი მოქმედი ინკასო "თრიალეთის" მუშაობას ზღუდავს.

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთმა" საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადება შემოსავლების სამსახურში 2025 წლის 10 ივლისს წარადგინა.

პასუხი მივიღეთ 2026 წლის 6 ოქტომბერს - 1 წლის, 2 თვის და 26 დღის შემდეგ.

შემოსავლების სამსახურის პასუხი რამდენიმე წინადადებისგან შედგება და გვატყობინებს, რომ საგადასახადო შეთანხმების გაფორმება "მიზანშეწონილად არ ჩაითვალა".

14 თვე და 26 დღე - სწორედ ამდენი დრო დასჭირდა სახელმწიფოს იმის სათქმელად, რომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ჩვენთვის მთავარი კითხვა დღეს მხოლოდ ის აღარ არის, რატომ გვითხრეს უარი.

მთავარი კითხვაა:  რატომ დასჭირდა სახელმწიფოს პასუხის გაცემას 14 თვე და 26 დღე მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში "თრიალეთის" წინააღმდეგ მოქმედებდა ინკასო და კომპანიის ფინანსური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა?

ამ 14 თვისა და 26 დღის განმავლობაში:

სასამართლო დუმს.
სახელმწიფო უწყებები გადაწყვეტილებებს აჭიანურებენ.

სახალხო დამცველი 8 თვეა პასუხს არ გვაძლევს.

პრემიერ-მინისტრისგან რეაგირება არ მიგვიღია.

პარლამენტისგან პასუხი არ არსებობს.

ამ დროს კი, ინკასო კვლავ მოქმედებს,
და რეგიონული ტელევიზიის არსებობა ყოველდღიურად უფრო რთულდება.

"თრიალეთი" ბრძოლას აგრძელებს - სამართლებრივი და საჯარო გზებით.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე