რას უმალავს ხელისუფლება "თრიალეთს"?

რას უმალავს ხელისუფლება "თრიალეთს"?

პოსტი ნახა: 37

"თრიალეთი" თვეებია ითხოვს საჯარო ინფორმაციას - რა პირობებით გაფორმდა საგადასახადო შეთანხმებები ტელეკომპანიებთან - "რუსთავი 2"-სა და "იმედთან" და როგორ განხორციელდა მათი დავალიანებების რესტრუქტურიზაცია?

ეს ინფორმაცია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან "თრიალეთი" ხელისუფლებისგან სწორედ თანაბარ მოპყრობასა და ანალოგიური შესაძლებლობის მოცემას ითხოვს.

არაერთხელ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს **ირაკლი კობახიძეს**, ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს. ათეულობით წერილის მიუხედავად, მოთხოვნილ ინფორმაციას არ გვაწვდიან.

❎ არ გვპასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
არ გვპასუხობს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას არ გვაძლევს შემოსავლების სამსახური.

რატომ მალავს ხელისუფლება, რა პირობებით გაუკეთეს სხვა ტელეკომპანიებს საგადასახადო შეთანხმება და რესტრუქტურიზაცია?

ეს კითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც "თრიალეთის" ანგარიშებზე ინკასო მოქმედებს, ხოლო ჩვენი მოთხოვნა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ პასუხის გარეშეა დარჩენილი.

თუ ხელისუფლებას ყველა მედიასაშუალების მიმართ თანაბარი მიდგომა აქვს, მაშინ:

❎ რატომ არ ასაჯაროებთ პირობებს?

❎ რატომ არ გვაძლევთ კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციას?

❎ რატომ ტოვებთ ჩვენს წერილებს უპასუხოდ?

საჯარო ინფორმაცია არც ირაკლი კობახიძის, არც ლაშა ხუციშვილის და არც რომელიმე სახელმწიფო უწყების კერძო საკუთრება არ არის.

ხელისუფლება ვალდებულია, იყოს ანგარიშვალდებული და კანონით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია გასცეს!

თუ დასამალი არაფერია - გაასაჯაროეთ, რა პირობებით მოხდა სხვა ტელეკომპანიების დავალიანებების რესტრუქტურიზაცია და განმარტეთ, რატომ არ გამოიყენება იგივე მიდგომა "თრიალეთის" მიმართ!

ჩვენ ვითხოვთ გამჭვირვალობას, თანასწორ მოპყრობასა და კანონის შესრულებას!



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე