"თრიალეთმა" კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

"თრიალეთმა" კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

პოსტი ნახა: 33

🔴 GEO/ENG: შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა.

სასამართლოსგან ვითხოვთ კომისიის 2026 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც „თრიალეთს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

„თრიალეთი“ სასამართლოში დაასაბუთებს, რომ კომისიის გადაწყვეტილება უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელია.

📌 საქმის მთავარი გარემოება მარტივია: ცვლილება განხორციელდა არა „თრიალეთის“ წილებში, არამედ სრულიად სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის — „თრიალეთის“ 10%-იანი წილის მფლობელი შპს „აქცეპტის“ — საკუთრების სტრუქტურაში.

„თრიალეთი“ ამ გარიგების მხარე არ ყოფილა, მის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა არ მიუღია და გარიგების შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ გააჩნდა.

კომისიამ კი „თრიალეთი“ დასაჯა იმის გამო, რომ წინასწარ არ შეატყობინა ინფორმაცია გარიგების შესახებ, რომლის თაობაზეც მას წინასწარ არაფერი ჰქონდა ცნობილი და რომლის ცოდნაც, ობიექტურად, შეუძლებელი იყო.

⁉️ სასამართლოში კომისიას მოუწევს, დაასაბუთოს მთავარი საკითხი: როგორ უნდა შეეტყობინებინა „თრიალეთს“ წინასწარ ისეთი გარიგების შესახებ, რომლის თაობაზეც თავად წინასწარ არაფერი იცოდა?

სარჩელში ასევე მივუთითებთ კომისიის გადაწყვეტილებაში არსებულ წინააღმდეგობებზე. თავად კომისია ადგენს, რომ ცვლილება მოხდა შპს „აქცეპტის“ საკუთრების სტრუქტურაში, თუმცა გადაწყვეტილების სხვა ნაწილში დარღვევა აღწერილია ისე, თითქოს ადგილი ჰქონდა ავტორიზებული პირის წილის გასხვისებას.

🔺 კომისიის გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელი, წინააღმდეგობრივი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რომ აჩენს საფუძვლიან ეჭვს — მისი მიღება პოლიტიკური გავლენის შედეგი იყო.

„თრიალეთი“ საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცავს.

უკანონო გადაწყვეტილებას არ შევეგუებით.


🔴 ENG: LLC “TV and Radio Company Trialeti” has filed an administrative lawsuit with the Tbilisi City Court against the Georgian National Communications Commission.

We are asking the court to annul the Commission’s decision of August 27, 2026, under which “Trialeti” was given a written warning as an administrative sanction.

“Trialeti” will demonstrate in court that the Commission’s decision is unlawful, unfair, and unsubstantiated.

📌 The key circumstance of the case is simple: the change occurred not in “Trialeti’s” ownership interest, but in the ownership structure of an entirely separate and independent legal entity — LLC “Accept,” which holds a 10% interest in “Trialeti.”

“Trialeti” was not a party to this transaction, did not participate in its planning or implementation, and had no prior knowledge of the transaction.

Nevertheless, the Commission penalized “Trialeti” for failing to provide advance notification of a transaction of which it had no prior knowledge and which, objectively, it could not have known about.

⁉️ In court, the Commission will have to substantiate the key issue: how was “Trialeti” supposed to provide advance notification of a transaction about which it had no prior knowledge?

In the lawsuit, we also point to contradictions in the Commission’s decision. The Commission itself establishes that the change occurred in the ownership structure of LLC “Accept”; however, elsewhere in the decision, the alleged violation is described as though an ownership interest in the authorized entity itself had been transferred.

🔺 The Commission’s decision is so unsubstantiated, contradictory, and lacking in legal basis that it gives rise to a well-founded suspicion that its adoption was the result of political influence.

“Trialeti” will defend its rights in court.

We will not accept an unlawful decision.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე