ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აუცილებელია წინასწარ განისაზღვროს ნიადაგის ტიპი და სტრუქტურა, ნიადაგის დამუშავების ტექნიკა, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ტრაქტორის აგრეგატებთან თავსებადობა. თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ.
ნიადაგის ტიპი, ტრაქტორინიადაგის ტიპი და ტრაქტორი
სხვადასხვა ტიპის ნიადაგს განსხვავებული სიმძლავრისა და ფუნქციების ტრაქტორი სჭირდება. მაგალითად, თიხნარი მაღალი სიმკვრივით გამოირჩევა და დამუშავებისას მეტ წინააღმდეგობას ქმნის. ასეთ პირობებში აუცილებელია მძლავრი ტრაქტორი, რათა მან შეძლოს სამუშაოსთან მარტივად გამკლავება. გარდა ამისა, სასურველია, ის აღჭურვილი იყოს დამატებითი მახასიათებლებით, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოჭიდების გაძლიერებული ფუნქციაა.
შედარებით რბილ და ქვიშნარ ნიადაგზე მუშაობისას ზედმეტად მძიმე ტექნიკამ კი შესაძლოა დააზიანოს ნიადაგის სტრუქტურა და შეაფერხოს სამუშაო პროცესი. ამიტომ ამ შემთხვევაში არჩევანი უნდა გაკეთდეს შედარებით მსუბუქ ტრაქტორებზე. გარდა ამისა, სასურველია, მათ ჰქონდეს ფართო და დაბალი წნევის საბურავები, რათა დაწოლის ძალა ზედაპირზე უკეთ გადანაწილდეს.
ტექნიკის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ რელიეფიც. დაქანებულ ფერდობებზე მუშაობა მოითხოვს უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილ, განსაკუთრებული სტაბილურობისა და სიმძლავრის მქონე ტრაქტორს. ასეთ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს ტრანსმისიასა და დაბალი სიჩქარის რეჟიმებში მუშაობის ფუნქციებს.
ტრაქტორისა და აგრეგატების სინქრონიზაციის მნიშვნელობა
არანაკლებ ყურადღება უნდა მიექცეს ტრაქტორისა და მასთან დაკავშირებული აგრეგატების თავსებადობას. ამ მხრივ, განსაკუთრებულად უნდა შეფასდეს ძალამრთმევი ლილვი (PTO) და ჰიდრავლიკური სისტემები. მათი წარმადობა განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიანად იმუშავებს ტექნიკა ისეთ აგრეგატებთან, როგორებიცაა სათესები, შესაწამლი აპარატები და სხვა. PTO-სა და ჰიდრავლიკის არასაკმარისი სიმძლავრე ხშირად იწვევს სამუშაო პროცესის შეფერხებას და ტექნიკის რესურსის არასათანადოდ გამოყენებას.
საბოლოოდ, გამოდის, რომ ტრაქტორები და აგრეგატები რეალურად ერთმანეთთან იმაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, ნიადაგის დასამუშავებელი ტექნიკა, როგორიცაა LEMKEN-ის გუთნები და დისკოებიანი ფარცხები, მიუხედავად მათი მაღალი ხარისხისა, ეფექტიანად მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ტრაქტორის სიმძლავრე და წევის ძალა სრულად შეესაბამება მათ პარამეტრებს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბალასტირებასაც. როდესაც ტრაქტორს აგრეგატის სახით ემატება დამატებითი წონა, ხშირად მათი ერთობლივი მუშაობისას ბალანსი ირღვევა. ამიტომ სწორად შერჩეული ბალასტირება განსაზღვრავს ტრაქტორის სტაბილურობას, ამცირებს საბურავების ცვეთას და ზრდის სამუშაო პროცესის ეფექტიანობას.
ტრაქტორების მრავალფეროვანი არჩევანი „აგროსფეროში“
CLAAS-ის ტრაქტორები
„აგროსფეროს“ ტექნიკა, CLAAS-ის გარდა, სხვა წამყვანი მწარმოებლების ინოვაციურ პროდუქციასაც მოიცავს, რომელთა სრული ჩამონათვალის გასაცნობადაც ეწვიეთ მის ონლაინ მაღაზიას მისამართზე: https://agrosphere.ge/ge/products/sasoflo-sameurneo-teknika
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევის პროცესის გასამარტივებლად „აგროსფერო“ მომხმარებლებს სთავაზობს დეტალურ აგრო-კონსულტაციას. სპეციალისტთა დახმარებით ფერმერები შეძლებენ სწორად განსაზღვრონ თავიანთი საჭიროებები და სამუშაო პირობები, რათა მაქსიმალური სიზუსტით შეირჩეს როგორც ტრაქტორი, ისე შესაბამისი აგრეგატები. აგრო-კონსულტანტებთან დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე +995 322 500 900.