სოფელ კაბალთან ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა, რის გამოც თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

სოფელ კაბალთან ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა, რის გამოც თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

27-09-2025 23:20
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 659

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი - ახმეტა - ყვარელი - ნინიგორის საავტომობილო გზის 123-ე კილომეტრზე, სოფელ კაბალთან, ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა. შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი–ჭაბუკიანი–აფენი–კაბალის გზით და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზით.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე