სურსათის ეროვნული სააგენტო - ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი

სურსათის ეროვნული სააგენტო - ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი

09-07-2025 18:42
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 1490

ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი, მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტზე მყისიერი რეაგირების შედეგად, იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი (გ.უ.).

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, ატმის ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა სახის საკვებ პროდუქტს რეგულარულად ამოწმებს.

სპეციალისტების მიერ სისტემატურად მიმდინარეობს მონიტორინგი; ხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული მოწმდება სხვადასხვა მაჩვენებელზე - პესტიციდებზე, მძიმე მეტალებზე, რადიონუკლიდებზე, ნიტრატებზე. კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და მედიასაშუალებებით მიეწოდება საზოგადოებას; ასევე, ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე nfa.gov.ge

გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ საექსპორტო ტვირთების ფიტოსანიტარიულ შემოწმებას და სერტიფიცირებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სოციალუს ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით ღებავენ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე