“თუ ასე გაგრძელდა, გავკოტრდებით” - სომხური კონიაკის მწარმოებლები საქართველოს საზღვარზე მათი ტვირთის შეყოვნებას აპროტესტებენ

“თუ ასე გაგრძელდა, გავკოტრდებით” - სომხური კონიაკის მწარმოებლები საქართველოს საზღვარზე მათი ტვირთის შეყოვნებას აპროტესტებენ

2 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა მსოფლიო
პოსტი ნახა: 94

თუ ადრე საქართველოს გავლით სომხეთიდან კონიაკის ტვირთის ექსპორტი ყოველდღიურად 4-7 სატრანსპორტო საშუალებით ხდებოდა, ამჟამად ექსპორტი, თითქმის, შეჩერებულია და კვირაში მხოლოდ 1-2 სატვირთო ავტომობილით ხორციელდება.

მიზეზი საქართველოში გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ) ტერმინალზე ექსპერტიზის საბაბით სხვადასხვა ქარხნის ტვირთის დღეებისა და ზოგჯერ კვირების განმავლობაში შეჩერებაა.

ამის შესახებ კონიაკის ქარხანა “პროშიანის” ექსპორტის სპეციალისტ გაიანე პოღოსიანმა რადიო “თავისუფლების” სომხური სამსახურს განუცხადა.

მისი თქმით, თავად “პროშიანის” კონიაკით დატვირთული პირველი ავტომობილი ქარხნიდან ერთი თვის წინ გავიდა და მას შემდეგ საქართველოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დგას, ხოლო შემოწმების შედეგები ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი.

„ეს არა მხოლოდ ჩვენს სამუშაოს აჩერებს, არამედ ფინანსურ ზიანსაც გვაყენებს,” - ხაზგასმით ამბობს პოღოსიანი.

მისი თქმით, მათი სასმელი საქართველოში გასაყიდად არ არის განკუთვნილი და ისინი ვერ ხვდებიან სატვირთო მანქანების დღეებით ან თუნდაც კვირაობით დაყოვნების, ასევე, ალკოჰოლის ტესტირების ჩატარების აზრს.

“ჩვენი კონიაკი, ძირითადად, რუსეთში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში ექსპორტისთვის არის განკუთვნილი და გაუგებარია, ტრანზიტულ ქვეყანაში, საქართველოში შემოწმებას რატომ ექვემდებარება,” - აცხადებს პოღოსიანი

ის დასძენს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ, ხოლო საქართველოს საელჩომ პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში კონიაკის სომეხ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს თბილისის ოფიციალურ პოზიციას აცნობებს საკონტროლო პუნქტებზე დაკავებული სატვირთო ავტომობილების შესახებ.

კიდევ ერთი მწარმოებელი, ღვინისა და კონიაკის სახლ “შახნაზარიანის” დირექტორი, აიკ შახნაზარიანი ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, კომპანია თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას ვეღარ შეძლებს.

“სატვირთო მანქანების გაჩერებისთვის ჩვენ სატრანსპორტო კომპანიებს დღეში, მინიმუმ, 100 დოლარს ვუხდით. ამასთან, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემთხვევაში საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოგვიწევს იმ კომპანიებისთვის, რომლებთანაც გვაქვს ხელშეკრულება საცალო ობიექტებზე ჩვენი პროდუქციის მიწოდების შესახებ. პროდუქციის უკან დაბრუნებასაც აზრი არ აქვს: სად წავიღებთ და სად გავყიდით მას?! მოგვიწევს დახურვა, გავკოტრდებით,“ - ამბობს შახნაზარიანი.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე